loader

"ვარდისფერი" ბელადი - ზემო ალვანში სტალინის ძეგლს საღებავი შეასხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვარდისფერი" ბელადი - ზემო ალვანში სტალინის ძეგლს საღებავი შეასხეს

ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში სტალინის ძეგლს საღებავი შეასხეს. ადგილობრივებმა ამის შესახებ დღეს დილით შეიტყვეს, როდესაც სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ. სოფლის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ძეგლის დაზიანება წინა ხელისუფლების მხარდამჭერებმა სცადეს, იმ ადამიანებმა, ვინც მონუმენტის დადგმას ეწინააღმდეგებოდა.

ზემო ალვანის რწმუნებულმა ლევან მანჭარაულმა ფაქტის შესახებ პოლიციაში შეტყობინება უკვე გაგზავნა. ადგილზე ნაპოვნია მანქანის გასაღები, რომელიც, სოფლის რწმუნებულის თქმით, შესაძლოა, ნივთმტკიცებად ჩაითვალოს.

სტალინის ძეგლი ალვანში ერთი წლის წინ აიღეს, თუმცა 21 დეკემბერს, მისი დაბადების დღეს, აღდგენილი სახით პირვანდელ ადგილზე დააბრუნეს. გახსნის ცერემონიას კახა კუკავა და გრიშა ონიანი ესწრებოდნენ.

იხილეთ:  

- "ლოცვა სტალინისთვის" - უჩვეულო რიტუალი გორის ცენტრში

- "დიდი ბელადის დაბრუნება" - სტალინის ძეგლი სოფელ აკურაშიც დადგეს