loader

"საქართველოს ფოსტის" თანამშრომელთა ტესტირებას კავშირგაბმულობის პროფკავშირი აპროტესტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს ფოსტის" თანამშრომელთა ტესტირებას კავშირგაბმულობის პროფკავშირი აპროტესტებს

აგრარულ უნივერსიტეტში "საქართველოს ფოსტის" თანამშრომელთა ტესტირება მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ტესტირებას 319 თანამშრომელი გაივლის .
როგორც "პალიტრა ტვ"-ს საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა, თანამშრომლებს ტესტირება დღეს ზოგად უნარებში ჩაუტარდებათ. მისივე თქმით, დღეს ტესტირებას საფოსტო ოპერატორები და კურიერები გაივლიან.

ტესტირებას კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირი აპროტესტებს. პროფკავშირის თავმჯდომარე სულიკო მაშია დღეს აგრარულ უნივერსიტეტში ტესტირების დაწყებამდე მივიდა და საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თანამშრომელთა ტესტირება კანონის დარღვევით გამოცხადდა, რადგან ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ტესტირების შესახებ ორი დღით ადრე შეატყობინა და მათ მოსამზადებლად გონივრული ვადა არ მიეცათ.

ლევან ჩიკვაიძე ადასტურებს, რომ თანამშრომლებმა ტესტირების შესახებ 2 დღის წინ შეიტყვეს, თუმცა, მისი თქმით, ამას უკმაყოფილება არ გამოუწვევია.