loader

ლაგოდეხის რაიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაგოდეხის რაიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსტავი 2" ავრცელებს. სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის მიერ მოგროვილი მასალები და დასკვნა შეცვლილია. მონაცემები ლაგოდეხის გამგეობაში იმიტომ შეცვალეს, რომ საკომპენსაციო თანხის ოდენობა შეემცირებინათ, - ფიქრობენ მოსახლეობაში. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათთვის ასლარიანი კომპენსაცია მიუღებელია, რადგან ზარალი გაცილებით მეტია. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ლაგოდეხის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ მათთვის მოსახლეობის მიერ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან ზარალი რეგიონალური განვითარების სამინისტრომ შეაფასა. ტელეკომპანიის ცნობით, საკომპენსაციო თანხის დარიგება რაიონში ხვალიდან დაიწყება.