loader

"პატიმარს აყურებინებდნენ ოჯახის წევრის გაუპატიურებას" - რა მასალებზე საუბრობს კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატიმარს აყურებინებდნენ ოჯახის წევრის გაუპატიურებას" - რა მასალებზე საუბრობს კბილაშვილი

ჩვენ ვიხილეთ ცოცხები საპყრობილეში, ვიხილეთ ჰომოსექსუალთა შანტაჟი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უამრავი სხვა ტიპის ინფორმაცია და მასალები, რომლის უბრალოდ გაფიქრებაც კი ადამიანს შეზარავს, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადაცემა "პოსტ სკრიპტუმთან" საუბარში განაცხადა.

"წარმოიდგინეთ, როცა პატიმარს აყურებინებენ მისი ოჯახის წევრის გაუპატიურებას; წარმოიდგინეთ შემთხვევა, როცა ყელამდე მიწაში ადამიანს ფლავენ და მის თავზე, ასე ვთქვათ, ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ამ ყველაფერზე გამოძიება მიმდინარეობს და მინდა ვთქვა, რომ ავადმყოფური ქცევის ფანტაზიას დასასრული არ აქვს. ჩვენ საოცრად არაადეკვატური და ძნელად განსაჭვრეტი რეალობის მხილველები ვართ, მაგრამ უკვე გაკვირვების სიმპტომიც კი გამქრალი გვაქვს", - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ სექსუალურ უმცირესობათა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, მთავარი პროკურორის ინფორმაციით, გამოძიებას მსგავსი 80-ზე მეტი ვიდეომასალა აქვს.

რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ვიდეომასალების გავრცელების გამო პროკურატურამ ბოდიში უნდა მოიხადოს, კბილაშვილი მათ არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მისმა უწყებამ ავადმყოფობა გამოავლინა.