loader

პენსიონერმა ზვიგენი შიშველი ხელებით მოიგერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პენსიონერმა ზვიგენი შიშველი ხელებით მოიგერია

ავსტრალიაში 62 წლის ბრიტანელი ტურისტი პოლ მარშალსი უშიშრად ეკვეთა ორმეტრიან ზვიგენს, რომელიც საზოგადოებრივ პლაჟზე წყალმარჩხ ადგილზე გამოჩნდა.

დამსვენებლების ყვირილის გაგონებისთანავე პენსიონერი ტურისტი წყალში ორ მოხალისესთან ერთად შევიდა. მშობლებმა ბავშვების წყლიდან ამოყვანა დაიწყეს, მარშალსი კი ზვიგენს კუდში სწვდა და მის სიღრმეში შეცურებას შეუდგა.

ზვიგენის გამოჩენა ავსტრალიის პლაჟებზე იშვიათი მოვლენა არ არის. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ტურისტებს გმირობისგან თავის შეკავებასა და სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ, თუმცა, პოლის წყალობით, რამდენიმე ბავშვი სიკვდილს გადარჩა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე