loader

ირაკლი ოქრუაშვილი ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დაკითხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ოქრუაშვილი ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დაკითხეს

ირაკლი ოქრუაშვილი პროკურატურაში ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს, - ამის შესახებ ყოფილმა მაღალჩინოსანმა პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოქრუაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რა კითხვები დაუსვეს მას დაკითხვის დროს. მან ჟურნალისტებს ურჩია, დამატებითი დეტალებისთვის პროკურატურას მიმართონ.

პროკურატურაში ოქრუაშვილის დაკითხვა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის დროს ირაკლი ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.