loader

შსს-მ ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე პირობით მსჯავრდებული დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ეკლესიის გაქურდვის ფაქტზე პირობით მსჯავრდებული დააკავა

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ვასილ მ-ვი დააკავეს.

დაკავებულმა 2013 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, თეთრიწყაროს რაიონში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან ხატები, ჯვრები, ფსალმუნები და შესაწირავის ყუთიდან ფული მოიპარა. დანაშაული მან სამწლიანი პირობითი მსჯავრის დროს ჩაიდინა. პირობითი სასჯელი მას ბინის ქურდობისთვის მიესაჯა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.