loader

აეროპორტთან კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დაგეგმილ გზის გაყვანას აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აეროპორტთან კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დაგეგმილ გზის გაყვანას აპროტესტებენ

აეროპორტთან, სეისმოლოგიურ ინსტიტუტში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები კომპანიების, "თეგეტა მოტორსისა" და "გებრუდერ ვაისის" მიერ მათ საცხოვრებელთან დაგეგმილ გზის გაყვანას აპროტესტებენ.

როგორც დევნილები ამბობენ, გზის გაყვანის შემთხვევაში, მათ საცხოვრებელ კორპუსს დაემუქრება საფრთხე, რადგან კორპუსები ავარიულია. გარდა ამისა, გზის გაყვანის შემთხვევაში იქნება ხმაური.

დევნილებთან ერთად გზის გაყვანა გააპროტესტა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ. მისი თქმით, დევნილების საცხოვრებელ კორპუსთან არანაირ ლოგიკაში არ ჯდება გზის გაყვანა და გარდა იმისა, რომ მძიმე ტექნიკის გამო კორპუსებს საფრთხე დაემუქრებათ, გზის გაყვანის შემთხვევაში მოიჭრება 30-მდე მწვანე ნარგავი.