loader

პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, მე მომეხსნა დამატებითი ფუნქციები - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, მე მომეხსნა დამატებითი ფუნქციები - ირაკლი ალასანია

პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება - იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა და თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნა სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე-პრემიერის თანამდებობას, - ამის შესახებ ბოლნისის სამხედრო აეროდრომზე ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ეს გადაწყვეტილება მისთვის მისაღებია და ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. მისივე თქმით, პრემიერსა და მას შორის შედგა სრულიად ჯანსაღი საუბარი, როგორიც უნდა იყოს ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრს შორის.

"მე მინდა ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამაზე საუბარს. არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არის", - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.