loader

ირაკლი ალასანია ბოლნისის აეროდრომზე სპეციალურ კურსს დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია ბოლნისის აეროდრომზე სპეციალურ კურსს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ბოლნისის აეროდრომზე სპეციალურ კურსს დაესწრო, რომელსაც ბათუმის ელიტარული დანაყოფის წევრები გადიან.

როგორც ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად მზად არიან ქართული სამხედრო ძალების წარმომადგენლები კონკრეტული საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.

"ეს არის მართლაც უნიკალური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია საჰაერო ინფილტრაცია, როგორც ზღვაზე, ისე - ხმელეთზე. დღეს ძალიან საინტერესო წვრთნა ვნახეთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.