loader

ბათუმში დეკემბრის სოციალური დახმარება ამ დრომდე არ დარიგებულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში დეკემბრის სოციალური დახმარება ამ დრომდე არ დარიგებულა

ბათუმში გამზადებული სოციალური დახმარება ბენეფიციარების მოლოდინშია. ტაბიძის ქუჩაზე "პალიტრა TV"-მ აღმოაჩინა, რომ შპს "მაჯას" საწყობში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო პაკეტები 1 თვეა, პატრონს ელოდება. შპს "მაჯასა" და ბათუმის მერიას შორის 2012 წლის 19 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით, 12 000 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტი 300 სოციალურად დაუცველ ოჯახს უნდა გადასცემოდა. თითოეულ ოჯახზე 40 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი განისაზღვრა: 3 კგ ბრინჯი, 2 კგ წიწიბურა, 2 ლიტრი ზეთი, 10 კგ ხორბლის ფქვილი, 5 კგ მაკარონი, 5 კგ შაქარი, 2 ცალი მარილი, 100 გრამი შავი ჩაი.