loader

ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა - ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ალასანიას შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა - ბიძინა ივანიშვილის კომენტარი ალასანიას შესახებ

რა ურთიერთობაც მქონდა ირაკლი ალასანიასთან, იგივე ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ის გაგებით მოეკიდა იმას, რაც მოხდა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის პოსტიდან გადაყენების შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება, ყველა პოლიტიკოსს მოუვიდეს: ირაკლი ალასანიამ თავის გუნდში დაიწყო საკუთარი კანდიდატურის განხილვა, გუნდმა კი ეს ინფორმაცია გარეთ გაიტანა. ალასანიას ეს ნაბიჯი პრემიერ-მინისტრმა "პატარა შეცდომად" შეაფასა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ კოალიცია ერთიანია და ალასანია კვლავ მათი გუნდის წევრია.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ ვინ იქნება მეორე ვიცე-პრემიერი, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამაზე არ უფიქრია.

"მე არ ვარ ის კაცი, რომელიც წყენას ინარჩუნებს. ირაკლი გუნდშიც რჩება და კოალიციაშიც. ამ ამბის შემდეგ ირაკლისთან მეგობრული საუბარი მქონდა საქმეზე", - კიდევ ერთხელ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ: პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, მე მომეხსნა დამატებითი ფუნქციები - ირაკლი ალასანია