loader

სწრაფი გადახდის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სწრაფი გადახდის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2013 წლის 21 იანვარს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს I განყოფილების თანამშრომლებმა, სწრაფი გადახდის აპარატის გაქურდვის ფაქტზე, 1993 წელს დაბადებული ლაშა შ. დააკავეს.

ლაშა შ-მ ღამის 12 საათზე გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე აპარატი დააზიანა და მასში მოთავსებული ტომარა მოიპარა, რომელშიც 372 ლარი იდო. შემდეგ მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი და მოპარული ფული ამოიღეს.

გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ლაშა შ-მ, აღნიშნულ დანაშაულამდე, 2013 წლის 17 იანვარს ასევე გლდანი-ნაძალადევის რაიონში, გაქურდვის მიზნით, ორი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა, თუმცა გაქურდვა ვერ შეძლო. იმავე დღეს კი მესამე აპარატი გაქურდა და 132 ლარი მოიპარა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ქურდობის ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს I განყოფილებაში მიმდინარეობს.