loader

გოკა გაბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება "მაფიის დონის" გამოსვლას შეადარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოკა გაბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის განცხადება "მაფიის დონის" გამოსვლას შეადარა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გათავისუფლებაზე გაკეთებული განცხადებით ცხადად დაადასტურა, რომ ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკასაც კოალიციაში.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, არამედ კლასიკური იტალიური ფილმებიდან მაფიის ხელმძღვანელის განცხადებას ჰგავდა.

როგორც გოკა გაბაშვილი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, ფაქტია, რომ ალასანია ვიცე-პრემიერობიდან მოხსნით დასაჯეს და გადაწყვეტილება კავშირში არ არის თავდაცვის უწყებისათვის მეტი დროის დარჩენის მოტივაციასთან.

"ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ცხადად მიუთითა საკუთარ გუნდს, კოალიციის წარმომადგენლებს, რომ მისი განზრახვა არ არის საკითხებზე მსჯელობა, სხვადასხვა ალტერნატივის განხილვა და გუნდის ჩართვა ასეთ პროცესში, არამედ კოალიციის წარმომადგენელთა ვალდებულებაა, ივანიშვილის პოზიციები უპირობოდ მიიღონ", - აცხადებს გოკა გაბაშვილი.