loader

აბიტურიენტს ფაკულტეტის შეცვლის საშუალება გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აბიტურიენტს ფაკულტეტის შეცვლის საშუალება გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნება

აბიტურიენტებს არჩეული ფაკულტეტების შეცვლის საშუალება გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნებათ - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2013 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის შემდეგ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, რამდენიმე თვის განმავლობაში არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, ფაკულტეტები, მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა შეცვალონ. მიმინოშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება გაცილებით უფრო მოქნილს გახდის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესს. მისი თქმით, ცვლილებების განხორციელების საშუალება აბიტურიენტებს გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნებათ. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

მისივე თქმით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი თვით განისაზღვრება, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, რომელსაც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეცვლის.

2013 წელს აბიტურიენტებს შეეძლებათ, განაცხადში მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება. ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. ასეთი ცვლილება, მიმინოშვილის განმარტებით, მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას მოხსნის.