loader

ირაკლი ალასანიას ზუგდიდში მოღალატე უწოდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიას ზუგდიდში მოღალატე უწოდეს

"დაიცავი საქართველოს" ლიდერმა კახა მიქაიამ ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე, ირაკლი ალასანია "ქვეყნის ღალატში" დაადანაშაულა. აქციაზე, სადაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით 50-მდე ადამიანი შეიკრიბა, მიქაიამ პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან მოხსნის თაობაზე გააკეთა.

"რომელი ხართ რიგში, ბიძინა ივანიშვილს "მძიმედ ელაპარაკოთ"? რომელი ხართ რიგში, ბიძინა ივანიშვილს უღალატოთ? კაცს, რომელმაც ჭაობიდან ამოგიყვანათ ყველა; კაცს, რომელმაც გადაარჩინა მთელი საქართველო. როდესაც სახელმწიფოს უჭირს, სკამის გამო დაუპირისპირდება კაცს, რომელმაც ქვეყანა კატასტროფას გადაარჩინა, ეს არის ღალატი" - განაცხადა კახა მიქაიამ.