loader

ცეზარ ჩოჩელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეზარ ჩოჩელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩოჩელთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცადა .
მისივე ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელი დღეს, ვინმე შაქარაშვილთან ურთიერთობის საკითხზე მოწმის სტატუსით დაიკითხა. 

ადვოკატის განცხადებით, გამოძიებას ბრალის წარსადგენად 48 საათიანი ვადა აქვს, რის შემდეგაც დაცვის მხარეს საქმის მასალები უნდა გადაეცეს.
მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს დაკითხვის შემდეგ დააკავა. ცეზარ ჩოჩელს გამოძიება სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს.