loader

"დაყრუებულმა უგულავამ მოგვხედოს" - მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაყრუებულმა უგულავამ მოგვხედოს" - მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება

თბილისის საკრებულოსთან ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების აქცია გაიმართა. ისინი ხვალ, 11:30 საათიდან გლდანის ავტოპარკში შეიკრიბებიან.

როგორც მძღოლებმა განაცხადეს, ისინი გაფიცვას გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათივე თქმით, მოითხოვენ შეხვედრას ქალაქ თბილისის მერთან ან მერიის წარმომადგენელთან. მძღოლები არ გამორიცხავენ, რომ უკვე ორშაბათიდან აქციები თბილისის მერიასთან გაგრძელდეს.

მძღოლების განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო.

გაფიცული მძღოლების მოთხოვნებია: ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმება, ფიქსირებული ყოველდღიური გადასახადის შემცირება 20 ლარამდე, მგზავრობის ღირებულების შემცირება 30-დან 50 თეთრამდე და მძღოლს ჰქონდეს უფლება, სურვილისამებრ შეარჩიოს პროფილაქტიკის ობიექტი.