loader

გია ხუხაშვილმა "ბიზნესკურიერში" კახა ბენდუქიძესთან დებატები დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია ხუხაშვილმა "ბიზნესკურიერში" კახა ბენდუქიძესთან დებატები დატოვა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა "ბიზნესკურიერის" ეთერში დებატები "თავისუფლების უნივერსიტეტის" დამფუძნებელ კახა ბენდუქიძესა და ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ გია ხუხაშვილს შორის არ შედგა.

"2004 წელს, ერთის მხრივ იყო სამართლიანობის აღდგენის ძლიერი მუხტი, მოდით დავიჭიროთ შევარდნაძის პერიოდში ვინც რაიმეს არ იხდიდა, გადასახადები ამოვიღოთ. მაშინ ვმონაწილეობდი დისკუსიებში და ვამბობდი, რომ არ არის საჭირო ექსტრემიზმი, ის ადამიანები, ვინც შევარდნაძის პერიოდში საქმიანობდა და არ იხდიდა გადასახადებს, ჩვენ რომ ყველა დავაჯარიმოთ და ჩამოვართვათ ქონება, ეკონომიკა აღარ იარსებებს საქართველოში. ამიტომ იქნა მიღებული საგადასახადო ამნისტია" - აღნიშნა ბენდუქიძემ.

"მთლად ასე არ იყო. პროკურატურის ხორცის მანქანაში პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე კიდევ ბევრმა ადამიანმა გაიარა და ამნისტიით არ დასრულებულა ეს ყველაფერი. რეაგირება ხდება ყველა სარჩელზე, რომელიც ახლა პროკურატურაშია შესული და დაახლოებით 7 ათას საქმემდეა. ადეიშვილის პროკურატურისგან განსხვავებით, დღევანდელი პროკურატურის საიტზე ყველა სარჩელი თავად შეგიძლიათ იხილოთ" - დასძინა ხუხაშვილმა.

გადაცემის წამყვანის, აკაკი გოგიჩაიშვილის შეკითხვამ, ხომ არ ჩანაცვლდება ინვესტორთა ის ჯგუფი, ვინც ინტეგრირებული იყო ძველ ხელისუფლებასთან, რუსეთში მოძიებული ინვესტიციებით, ექსპერტის გაღიზიანება გამოიწვია. "რა შუაში იყო აქ რუსეთი საერთოდ? პროპაგანდისტულად დასმული, არაპროფესიონალური შეკითხვაა, რასაც თქვენ აძლევთ ნეგატიურ კონტექსტს. მე დავასრულე თქვენთან საუბარი, ესაუბრეთ მეორე რესპონდენტს" - ამ სიტყვებით ეკონომიკურმა ექსპერტმა დებატები დატოვა.