loader

როგორ ანაზღაურებენ ზარალს კახეთში - მოსახლეობის ნაწილი არასწორ დათვლაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ანაზღაურებენ ზარალს კახეთში - მოსახლეობის ნაწილი არასწორ დათვლაზე საუბრობს

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემა უკვე დაიწყო. თანხის აღება ბენეფიციარებს თელავში "ქართუ ბანკის" ფილიალში შეუძლიათ. ამ დროისთვის თანხა 2 ათასზე მეტმა ოჯახმა უკვე მიიღო, რაც დაახლოებით 8 მილიონ ლარს შეადგენს.

ვინ მიიღებს დახმარებას და ვის აუნაზღაურებენ ზარალს - ამის ნახვა კახეთის მკვიდრებს გამგეობასთან და ბანკთან გაკრულ სიებში შეუძლიათ. თუმცა, მოსახლეობის ერთი ნაწილი ზარალის არასწორ დათვლასა და ანაზღაურებაზე საუბრობს.

სტიქიის შედეგად განადგურებული მოსავლის კვალი აქაურობას ჯერ კიდევ ატყვია. წვალებით გაშენებული ვენახი და სამეურნეო ნათესები ავთო სუმბაძეს კახეთში მოვარდნილმა სტიქიამ სულ გაუნადგურა.

ზარალს სოფლებში უბნების წარმომადგენლებისგან შექმნილი კომისია აღწერს. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, ზარალს ობიექტურად ითვლიან და მეზობლების მიერ წამოყენებული პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა.