loader

მაღაზიისა და აფთიაქის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაღაზიისა და აფთიაქის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივებმა, აფთიაქისა და მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

ქობულეთში, 26 იანვარს, დილის 4 საათზე, აღმაშენებლის ქუჩაზე, 1995 წელს დაბადებულმა ვახტანგ თ.-მ და 1996 წელს დაბადებულმა თორნიკე მ.-მ აფთიაქის კარი დააზიანეს და შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც მათ სხვადასხვა დასახელების პროდუქცია მიითვისეს. ამის შემდეგ დამნაშავეებმა რუსთაველის ქუჩაზე მაღაზიის შემინული კარი დააზიანეს, საიდანაც რამდენიმე დასახელების კვების პროდუქტი და სალაროდან 30-მდე ლარი მიიტაცეს. მაღაზიიდან გამოსვლისას, ორივე პირი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.

ჩხრეკისას, დამნაშავეებს მოპარული პროდუქტები და ნივთები ზურგჩანთებში აღმოაჩნდათ.

გაირკვა, რომ თორნიკე მ. წარსულში ყაჩაღობისთვისაა ნასამართლევი.

გამოძიებას სსკ-ს 177-ე მუხლის (ქურდობა) მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილება აწარმოებს.