loader

"ეს რა არის?" - თეა წულუკიანი უგულავას მიერ გამოყენებული სიტყვა "ჩუკენობის" შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რა არის?" - თეა წულუკიანი უგულავას მიერ გამოყენებული სიტყვა "ჩუკენობის" შესახებ

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ გამოყენებული სიტყვის - "ჩუკენობის" მნიშვნელობა არ იცის, - წულუკიანმა ჟურნალისტებს გიგი უგულავას 26 იანვრის განცხადებაზე საპასუხოდ განუცხადა.

"ეს რა არის, მე ეს სიტყვა არ ვიცი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიის თანამშრომლების დაკითხვებზე დაბარებასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება 26 იანვარს გააკეთა.

"ამ მთავრობასთან დიალოგი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე?!" - განაცხადა თბილისის მერმა საგანგებო მიმართვაში.