loader

"ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამ ამნისტიას" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამ ამნისტიას" - მიხეილ სააკაშვილი

"ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამ ამნისტიას", - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს განხორციელებულ ამნისტიაზე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან "კრიმინალი, ძალიან საშიში ვაჰაგან ჩახალიანი" გამოუშვეს და ამას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზეც, თუ რა გაკეთდა ჯავახეთში ბოლო წლებში. მისი თქმით, რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ძალიან წყნარად და მშვიდად გაკეთდა.

პრეზიდენტის შეხვედრის ამსახველ კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.

იხილეთ: მე ვარ აფხაზეთის რკინიგზის გახსნის მომხრე, მხოლოდ აფხაზეთის დეოკუპაციის პარალელურად - მიხეილ სააკაშვილი