loader

ნიკა ლომინაძის მამა დარწმუნებულია, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკა ლომინაძის მამა დარწმუნებულია, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა

2002 წელს მოკლული "თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნიკა ლომინაძის მამამ, ნოდარ ლომინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნიკა ლომინაძის მიმართ ინტერესი გვიჩიანს და კიდევ 2 პირს, გვარად ცხვარაძესა და დოლიძეს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ნიკა ფინანსურ დირექტორად დაინიშნა და ფინანსური მაქინაციები გამოავლინა.

2002 წელს "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში გამოკვეთილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის გადასინჯვა იწყება.