loader

"ნაციონალური მოძრაობა" დევნილებს შავ ჩუსტებს ურიგებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობა" დევნილებს შავ ჩუსტებს ურიგებს?

კოდაში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრები დევნილების პროტესტის მიზეზი ჩვეულებრივი სახლის ჩუსტები გახდა. შავი ჩუსტები დევნილებს საჩუქრად 24 იანვარს გადაეცათ. მათი თქმით, საჩუქრის მიღების შემდეგ ხელი წინასწარ შედგენილ სიებს მოაწერეს, სადაც მათი სახელისა და გვარის გასწვრივ მათივე პირადი ნომერი იყო მითითებული.

დევნილებმა საჩუქარი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, თუმცა ახლა საჩუქარზე უარს აცხადებენ და ხელმოწერების უკან დაბრუნებას მოითხოვენ, რადგან მათი მტკიცებით, ხელმოწერები პრეზიდენტის მხარდაჭერის დასამოწმებლად იქნება გამოყენებული. "ჩვენ მხარს არ ვუჭერთ სააკაშვილს და არც მისი საჩუქარი გვინდა", - აცხადებენ დევნილები.