loader

აგვისტოს ომში მტრის პირისპირ დარჩენილი ნიქოზელი მოხუცების ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აგვისტოს ომში მტრის პირისპირ დარჩენილი ნიქოზელი მოხუცების ისტორია

მაშინ, როდესაც დაცარიელებულ სოფელში მხოლოდ ტანკების ხმა, ტყვიების ზუზუნი ისმოდა და პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა თავს გაქცევით შველოდა, ლეილა კანდელაკმა ნიქოზში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. მან საკუთარი სახლის და ავადმყოფი მეუღლის მიტოვება ვერ შეძლო. მარტო დარჩენილი ცოლ-ქმრის ერთადერთი იმედი ქართული ჯარი იყო. ჯარისკაცები კანდელაკების სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ცოტა ხანში მოხუცები მტრის წინაშე ისევ მარტონი აღმოჩნდნენ.

შიში, შიმშილი და ტკივილი - ასე იხსენებს 80 წლის მოხუცი აგვისტოს ომის მძიმე დღეებს. ვერ ივიწყებს, როგორ იწვოდა ტაძარი, როგორ ესროდნენ მის სახლს ტყვიებს და თავის გადასარჩენად როგორ ემალებოდა მტერს. ერთადერთი მისასვლელი ტაძარში ჰქონდა. იქ მას წყლით და პურით უმასპინძლდებოდნენ. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ოკუპანტებმა სოფელი არ დატოვეს.

იხილეთ: გიორგი ანწუხელიძე - 2008 წლის ომის ნაწამები გმირი