loader

ვანო ჩხარტიშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა - დიმიტრი გაბუნია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვანო ჩხარტიშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა - დიმიტრი გაბუნია

ვანო ჩხარტიშვილის მიმართ მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მათ მიერ წარდგენილი მასალების ანალიზის შედეგად მთავარმა პროკურატურამ დაადგინა, რომ ვანო ჩხარტიშვილის ქმედებები სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ ნიშნებს არ შეიცავს. მისი განცხადებით, ჩხარტიშვილის მიერ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება არ დასტურდება და საკითხი სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენს. ადვოკატის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის 26 იანვარს მიიღო.

გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ ვანო ჩხარტიშვილი მიმართავს ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და განიხილონ მათ საკუთრებაში არსებული წილებისა და აქტივების საკითხი, რომლებიც ამჟამად სახელმწიფოს მიერ არის ჩამორთმეული.

ადვოკატის თქმით, თავად ჩხარტიშვილი საქართველოში, სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში დაბრუნდება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობას აღიდგენს და პასპორტს მიიღებს. ამჟამად ჩხარტიშვილს თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში აქვს.