loader

ყაზახეთში ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყაზახეთში ავიაკატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 20 ადამიანი ემსხვერპლა. ავიაკომპანია SCAT-ის თვითმფრინავმა, რომელიც კოკშეტუ-ალმა-ატის რეისს ასრულებდა, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავარია განიცადა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 15 მგზავრი იმყოფებოდა. წინასწარი მონაცემებით, ყველა მათგანი დაღუპულია.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ყაზახეთში ეს თვითმფრინავის უკვე მეორე მასშტაბური ავარიაა. 25 დეკემბერს, ცუდი ამინდის გამო, ავარია მოხდა ქალაქ შიმკენტში, რომელსაც ბორტზე მყოფი 27 ადამიანი ემსხვერპლა.