loader

"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადადის - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადადის - ვანო მერაბიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ახალი ვებგვერდის პრეზენტაციისას განაცხადა.

"საქართველოს ისტორიაში პირველად, "ნაციონალური მოძრაობა" გადადის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე. ამისთვის გამოვიყენებთ მთავარ საშუალებას - ინტერნეტს. დღეს გვაქვს ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელიც არის ყველაზე დინამიკური, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზაციას ოდესმე ჰქონია", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მისივე განმარტებით, ახალი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს პარტიის ოფისში მიუსვლელად შეუძლიათ, გაეცნონ პარტიაში მიმდინარე პროცესებს და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც "ნაციონალურ მოძრაობაში" იღებენ.

"დღევანდელი დღე შევა ისტორიაში, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ტექნოლოგიური განვითარებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.