loader

ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში შეხვედრები გამართა

გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში თავდაცვის მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ მურისონთან, უსაფრთხოების სექტორის განვითარების მრჩეველთა ჯგუფის უფროსის მოადგილესთან, დევიდ კლარკთან და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორთან, სტივ მაკარტისთან.

მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის უწყებასა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა საქართველოს დელეგაციას შეიარაღებული ძალების რეფორმირების და ოპტიმიზაციის საკუთარი ხედვა გააცნეს.

ღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრს ევროპისა და ნატოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტარი დევიდ ლიდინგტონი უმასპინძლებს.