loader

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა დაიწყო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადასთან დაკავშირებით სარჩელის განხილვა დაიწყო. ირმა ინაშვილი, სოსო მანჯავიძე და დავით თარხან-მოურავი 2006 წელს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას უკანონოდ თვლიან, რადგან პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაგრძელების მანდატი ხალხს საკანონმდებლო ორგანოსთვის არ მიუცია.

ბათუმში გამართულ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ სოსო მანჯავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სარჩელში მოყვანილი არგუმენტის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები არ არსებობს. მისივე განმარტებით, ერთგვარი სიურპრიზი იყო პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან იმის დასაბუთება, რომ აღნიშნული კანონი უსამართლო იყო, თუმცა კანონიერი.

სოსო მანჯავიძის თქმით, გარკვეული პოლიტიკური განზრახვები იკვეთება, რადგან პარლამენტში გამოჩნდა ინიციატივა, სადაც თვითონ პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტს.

მოპასუხე მხარემ, ანუ პარლამენტის წარმომადგენლებმა სასამართლოს შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

სასამართლო სხდომის დროს საუბარი იყო იმაზეც, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს თუ არა აღნიშნულ საკითხზე დავა. როგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს მსგავსი ტიპის დავები.

ინაშვილი, თარხან-მოურავი და მანჯავიძე სარჩელით კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 ნაწილის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა მხოლოდ 5 წლის ვადით.