loader

"მე ვითხოვ პატიმრობას, კუბლაშვილი უშვებს" - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვითხოვ პატიმრობას, კუბლაშვილი უშვებს" - თეა წულუკიანი

არსებობს ინფორმაცია, რომ გენერალი კალანდაძე მოწმეებზე ზეწოლას ცდილობს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამის საჯაროდ თქმის საფუძველი აქვს, თუმცა ამ ინფორმაციას იგი კიდევ გადაამოწმებს. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ კალანდაძის მსგავსად, არც ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელთა სიაც აქვს, გირაოს ბოროტად არ გამოიყენებს.

იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მისი ვერც ერთი განცხადება მართლმსაჯულებაზე ზეწოლად ვერ მოიაზრება და ვერ მოინათლება.  

თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მზადაა კოტე კუბლაშვილთან საჯარო დებატებისთვის.


იხილეთ:

- სასულიერო პირებს ვთხოვეთ აგვიხსნან, რა კუთხით ეწინააღმდეგება ID-ბარათი რწმენას - თეა წულუკიანი

-
არავინ იცის, რატომ ზის ლევან ცინცაძე ციხეში კახი კალაძის ძმის მკვლელობის საქმეზე - თეა წულუკიანი