loader

ირაკლი ალასანია რუსეთთან ურთიერთობაზე რადიოსადგურ BBC-სთან ინტერვიუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია რუსეთთან ურთიერთობაზე რადიოსადგურ BBC-სთან ინტერვიუში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების მომხრეა და აცხადებს, რომ მასთან საუბარზე უარის თქმა რუსეთის ფედერაციის არმიასთან სამხედრო ესკალაციის საფრთხეს ზრდის.

"მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ და ჩემი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება რუსეთში, როგორ ვითარდება ქვეყანა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ. ჩვენ, ახალი მთავრობა, რომელიც სქართველოში სამართლიანი არჩევნების გზით მოვიდა, ვფიქრობთ, რომ მეტად პრაგმატული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ რუსეთთან. დიახ, ჩემი სამშობლოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ გამალებით ვმუშაობთ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და გახდეს ნატო-ს წევრი, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინიტრი ბიძინა ივანიშვილი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა რუსეთთან ღირებული ურთიერთობა დაამყაროს. ჩვენ ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზეც, რადგან გვინდა, რომ ჩვენს ბიზნეს ჰქონდეს განვითარების საშუალება რუსეთში. მას შემდეგ, რაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანდა, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი ბიზნესისთვის კარგი იქნება რუსეთში განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ძალიან რთული ურთიერობაა და რუსეთში არღვევენ ადამიანის უფლებებს. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა, მისი სუვერენული ნაწილი აქვს ოკუპირებული და ეს ძალიან სენსიტიური საკითხია", - აცხადებს ალასანია რადიოსადგურ BBC-სთან ინტერვიუში და ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ აკონკრეტებს, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას არ ნიშნავს.

იხილეთ ტექსტი სრულად interpressnews.ge-ზე