loader

უსახლკაროდ დარჩენილი ათსულიანი ოჯახი და 6 ბავშვის ერთადერთი ოცნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსახლკაროდ დარჩენილი ათსულიანი ოჯახი და 6 ბავშვის ერთადერთი ოცნება

უმეკაშვილების ათსულიანი ოჯახი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი 2008 წლის აგვისტოს ომის ქაოსს და განუკითხაობას ემსხვერპლა.

უსახლკაროდ დარჩენილი თამილა და გრიგოლ უმეკაშვილები ექვს შვილთან და მოხუც მშობლებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, თუმცა, უსახსრობის გამო ბინის ქირასაც ვერ იხდიან. 

ოჯახის უფროსი პროფესიით იუველირია. ამ ხელობით ბავშვების რჩენა ძალიან უჭირს. ამბობს, რომ სამკაულების შეკეთებით დღეს მხოლოდ ახლობლებს და ნაცნობებს ეხმარება.

უმეკაშვილების მრავალშვილიან ოჯახს არც დახმარება აქვს. მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია და კეთილი ადამიანების შემწეობაა.