loader

"ეგ რომ კაცს დაარტყამს, რაღა უნდა მახსოვდეს" - მოჭიდავეები კურტანიძესთან დაპირისპირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეგ რომ კაცს დაარტყამს, რაღა უნდა მახსოვდეს" - მოჭიდავეები კურტანიძესთან დაპირისპირებაზე

ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ფედერაციაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მივიდა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ დიმიტრი გელაშვილსა და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრა.

რაც შეეხება საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს, მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობაში რაინდ აბრამიშვილს და ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს, გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე საკუთარი სურვილით წავიდნენ, ვინაიდან გამოითქვა ეჭვი, რომ აღნიშნული პირები ინციდენტის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. 

რაინდ აბრამიშვილმა და თემურ ყაზარაშვილმა წარმოადგინეს საბუთები, რომ ისინი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ალკოჰოლურ სასმელებს არ მოიხმარენ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი აცხადებს, რომ მასსა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც თემურ ყაზარაშვილი აცხადებს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ფედერაციიდან რამდენიმე პირის დათხოვნა მოსთხოვა, რაზეც მან განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის შეკრების გარეშე ვერ მიიღებდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ მათ კურტანიძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სახეზე ორივეს აქვს დაზიანებები, თემურ ყაზარაშვილს კი აქვს დაზიანებები ხელებზე და წელზე და შემოხეული აქვს პალტო.

ინციდენტის დროს ჭიდაობის ფედერაციის მისაღები დაზიანდა.