loader

პრეზიდენტი მძინარე გუბაზ სანიკიძის სურათს ჯიბით ატარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი მძინარე გუბაზ სანიკიძის სურათს ჯიბით ატარებს

30 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის დასაწყისშივე ჯიბიდან საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გუბაზ სანიკიძის ფოტო ამოიღო. "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ფოტოზე მაშინაა ასახული, როცა საპარლამენტო სესიაზე ჩაეძინა.

"გეცნობათ? აბა, ვინ არის? ეს არის თქვენი მაჟორიტარი. სანამ პარლამენტში არჩეულ ქუთაისის წარმომადგენელს სძინავს, მნიშვნელოვანია, ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რომ მას არ წაართვან პარლამენტი, რომ ჩვენ ყველას არ წაგვართვან იდეა საქართველოს რეგიონალიზმის, საქართველოს მყარად ფეხზე დაყენების იდეა, რომელსაც ქუთაისის პარლამენტი განასახიერებს" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ: პაწაწინა "გრეჩიხუნებმა" მრავალ თაობას ცხოვრება გაუმწარეს - მიხეილ სააკაშვილი