loader

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მინდია გულუა საქართველოში ხმაურით დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მინდია გულუა საქართველოში ხმაურით დაბრუნდა

რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მდივანი საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუა საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ბიზნესმენმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვერ მოახერხა საპასპორტო კონტროლის გავლა. ამ ფაქტმა მისი ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც ხმაური მოჰყვა. მინდია გულუას დამ, ნანა გულუამ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდა, სიტუაციაში გარკვეულიყო, რათა ბიზნესმენს დროულად მოეხერხებინა აეროპორტის დატოვება.

შეფერხების შემდეგ გულუამ აეროპორტის დატოვება შეძლო. ჟურნალისტებთან მან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლა შეთანხმებული იყო როგორც პატრიარქთან, ისე - პრემიერთან.

რაც შეეხება საქართველოში დაგეგმილ კონკრეტულ შეხვედრებს, გულუამ არ დააკონკრეტა, არის თუ არა დაგეგმილი შეხვედრა რომელიმე პოლიტიკოსთან ან ხელისუფლების წარმომადგენელთან. მან მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს პრეზიდენტს და უმცირესობას, უმრავლესობის წარმომადგენლებს.

ამასთან, მინდია გულუამ მიმართა პრეზიდენტს, რომ მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, რათა აღარ განმეორდეს პრობლემები, რომლებიც დღეს შეექმნა.