loader

ხანძარს მეტრეველის ქუჩაზე ათი სახანძრო მანქანა აქრობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარს მეტრეველის ქუჩაზე ათი სახანძრო მანქანა აქრობდა

მეტრეველის ქუჩა #7-ში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი საწყობის ტიპის ერთსართულიან ნაგებობაში გაჩნდა. როგორც საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილემ არკადი ხაჩიძემ განაცხადა, ადგილზე დახვდათ ღია ცეცხლი, კვამლი 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. შენობა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოუყენებელი და დაკეტილი იყო. მანამდე კი, იქ საწყობი და სახელოსნოები იყო.

ადგილზე ათი სახანძრო მანქანა მუშაობდა.