loader

დაპაუზებული ეკონომიკიდან უნდა დააჭირო "პლეის" და წავიდეს წინ - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაპაუზებული ეკონომიკიდან უნდა დააჭირო "პლეის" და წავიდეს წინ - მიხეილ სააკაშვილი

ახლა ეკონომიკა არის დაპაუზებული. დაპაუზებული ეკონომიკიდან ისევ უნდა დააჭირო "პლეის" და წავიდეს წინ, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება უკან გადახვევა, ყველაფერი დაბრუნდება იქ, საიდანაც ძლივს დავიწყეთ ამოსვლა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში, ფილების ქარხნის დათვალიერების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები და ქარხნები არ უნდა გაჩერდეს, რადგან მოსახლეობაში უმუშევრობის რიცხვი გაიზრდება, ტურისტების რიცხვი კი - შემცირდება. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას მოუწოდებს, სანამ გვიან არ არის გადახედოს აღნიშნულ საკითხებს. მისივე თქმით, აღმშენებლობა არ იყო ზოგადი ლაპარაკი და ზოგადი პიარი.