loader

ჭიათურის რაიონში ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭიათურის რაიონში ქმარმა ცოლი ნაჯახით მოკლა

2013 წლის 2 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჭიათურის რაიონის სოფელ ვაჭევში მცხოვრები, 1947 წელს დაბადებული, ავთანდილ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარი მეუღლე, 1951 წელს დაბადებული მერი ქურციკიძე მოკლა. თავის არეში ნაჯახით მიყენებული მძიმე ჭრილობის შედეგად, რამაც თავის ქალა მნიშვნელოვნად დააზიანა, მერი ქურციკიძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით მკვლელობის იარაღი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. ჩადენილი დანაშაული 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.