loader

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დიდუბის პანთეონში, მის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

როგორც გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის ძმამ, გოგლა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ წელს არის უკანასკნელი წლისთავი, რომელსაც "ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვებით ხვდებიან".

ზურაბ ჟვანიას მეგობარი ხათუნა ხოფერია კი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, საქმე ძალიან მალე გაიხსნება. "დღევანდელ პროკურატურას აქვს სრული ნდობა როგორც ოჯახის, ასევე მეგობრების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება", - აღნიშნა ხოფერიამ.