loader

პოლიციის შენობა თაბუკაშვილის ქუჩაზე კერძო პირის ტერიტორიაზეა აგებული - მანანა კობახიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციის შენობა თაბუკაშვილის ქუჩაზე კერძო პირის ტერიტორიაზეა აგებული - მანანა კობახიძე

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის გამჭვირვალე შენობა კერძო პირის, კოტე ჩიქოვანის კუთვნილ ფართობზეა აგებული და, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ტერიტორია დღესაც მის სახელზე ირიცხება.

ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ აცნობა, რომლის მონაცემებითაც, კოტე ჩიქოვანს 300 კვადრატული მეტრის სახლი ისე დაუნგრიეს, რომ მისთვის ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის ახალი შენობის მშენებლობა მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე მიუთითებს.