loader

ზოგიერთი ჩემი ახლობელიც ღალატობს მეუღლეს - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზოგიერთი ჩემი ახლობელიც ღალატობს მეუღლეს - ბიძინა ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დუბაიში ვიზიტს "პატარა შეცდომად" აფასებს.

რაც შეეხება, დუბაის გარდა, ალასანიას საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში არაოფიციალური მოგზაურობების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პრემიერის თქმით, არსებული კითხვების მოხსნის მიზნით, ის თავდაცვის მინისტრს მოსთხოვს, გამოაქვეყნოს, თუ ვის და როდის შეხვდა ბრიტანეთში.

პრემიერმა ისიც დასძინა, რომ ალასანია კოალიციის გუნდის წევრია და "ქართული ოცნებიდან" მის გასვლასთან დაკავშირებით არავითარი კითხვა არ ისმის.

ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ალასანიას გიგი უგულავას მეუღლესთან ერთად მგზავრობაზე ჰკითხეს. პრემიერმა განმარტა, რომ იგი სხვის პირად ცხოვრებაში არ ერევა.


იხილეთ: პრემიერის აზრით, ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო ეტალონს ვერ ერგება

ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანიას, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი შეცვლის