loader

ჩემი ინიციატივით ორი გვარი მივეცი კანცელარიას და ვერც ერთი ვერ მოაწყეს - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩემი ინიციატივით ორი გვარი მივეცი კანცელარიას და ვერც ერთი ვერ მოაწყეს - ბიძინა ივანიშვილი

ჩემი ინიციატივით ორი გვარი მივეცი კანცელარიას და ვერც ერთი ვერ მოაწყეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც საჯარო სამსახურებში ახალი თანამშრომლების მიღების წესს ეხებოდა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არ აქვს ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, თუმცა ინფორმაციას დააზუსტებს.

მისი თქმით, მას ძალიან უყვარს ტენდერების და კონკურსის სისტემა და არაერთხელ უთქვამს მინისტრებისთვის, რომ საჯარო ტენდერები და კონკურსები ჩაატარონ.

ამასთან, ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა  ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, რომ ისინი ამ მთავრობას 4 წელი ვერ დაელოდებიან. "მერაბიშვილი ჩქარობს, ორჯერ დაუძახეს უკვე და მესამედ რომ დაუძახონ, რა ქნას მერე" - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, ხომ არ გახდა ირაკლი ალასანიასთვის "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ლაჩრის წოდების მიზეზი ივანიშვილის მიერ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ასევე, დავით საგანელიძის მიერ "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ გაკეთებული განცხადებები ე.წ. ჩანერგილებზე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი კატეგორიის ადამიანები შეიძლება იყვნენ, თუმცა ამაში ირაკლი ალასანიას ბრალეულობა არაა.

პრემიერის თქმით, გასაგებია, რომ ალასანიას გადაბირების მცდელობა აქვთ, ამაზე ჭორებიც დადის, რაზეც მან თავდაცვის მინისტრსაც ჰკითხა და პასუხად მიიღო, რომ მსგავსი არაფერი ხდება.