loader

მარიკამ უღალატა საკუთარ პრინციპებს, მაგრამ მოიპოვა ოჯახის უსაფრთხოება - გოკა გაბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარიკამ უღალატა საკუთარ პრინციპებს, მაგრამ მოიპოვა ოჯახის უსაფრთხოება - გოკა გაბაშვილი

მარიკა ვერულაშვილის მიერ საპარლამენტო უმცირესობის დატოვება ოფიციალურად დადასტურდა. შესაბამისი განცხადებით მან დღეს პარლამენტის ბიუროს მიმართა. ვერულაშვილი საკუთარ მიმართვაში ფრაქციიდან გასვლის მიზეზს არ ასახელებს და არც იმას აფიქსირებს, თუ რომელ ფრაქციაში აპირებს გადასვლას.

ამ თემას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-იც გამოეხმაურა. ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე მარიკა ვერულაშვილის გადაწყვეტილებას უმრავლესობის მუქარას უკავშირებს, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ მარიკამ უღალატა საკუთარ პრინციპებს, მაგრამ მოიპოვა საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება.