loader

განადგურდება ფარული ჩანაწერები ცნობილი პიროვნებების შესახებ - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განადგურდება ფარული ჩანაწერები ცნობილი პიროვნებების შესახებ - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩემი მთელი წლის საუბრის ფარული ჩანაწერი სამინისტროს საიდუმლო არქივში აღმოვაჩინეთ, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იმ საიდუმლო არქივში ინახება ბევრი ცნობილი პიროვნების შესახებ ფარული, "ამაზრზენი" ჩანაწერი.

მინისტრის თქმით, არქივში ძალიან მძიმე კადრებია და მათი გამოქვეყნებისგან შსს თავს იკავებს. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და კონკრეტული პირები დაიკითხებიან. ჟურნალისტის შეკითხვაზე, მოხდება თუ არა ფირების საჯაროდ განადგურება, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი მედიას აცნობებს მათი განადგურების შესახებ.