loader

"ოცნებას კაცი არ მოუკლავს" - ნიკოლოზ ხაჩირაშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოცნებას კაცი არ მოუკლავს" - ნიკოლოზ ხაჩირაშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდა

თბილისის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკოლოზ ხაჩირაშვილი დაკითხვაზე გამოცხადდა. ხაჩირაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს 13:00 საათზე მივიდა. მისი თქმით, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება.

მისივე თქმით, თბილისის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" საკმაოდ მტკიცე და მყარი უმრავლესობა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხაჩირაშვილი შპს "თბილსერვის ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით არის დაკითხვაზე დაბარებული. ამავე საქმეზე თბილისის მერი გიგი უგულავა და მერიის სხვა მაღალჩინოსნები დაიკითხნენ.