loader

დიდი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიდი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა (+18)

12 წლის მარია ლობარევა მუსიკალურ სკოლაში მიიჩქაროდა. ის გზაზე გადადიოდა, როდესაც მაღალი სიჩქარით მიმავალმა მანქანამ გაიტანა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა. ავარია გასული წლის ნოემბერში მოხდა, თუმცა სასამართლო განხილვა ამ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მძღოლს, რომელმაც გოგონა გაიტანა, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.