loader

რომ შეიძლებოდეს, დღესაც დავიწყებდი სწავლას უნივერსიტეტში - ილია მეორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რომ შეიძლებოდეს, დღესაც დავიწყებდი სწავლას უნივერსიტეტში - ილია მეორე

მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, რა ნაკლი მაქვს. სამწუხაროდ, მე არ მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ვრცლად ისაუბრა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლზე. უწმინდესმა ბრძანა, რომ დავით აღმაშენებელი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი, ღვთის განგებით მას დაედგა გვირგვინი და ჩაიბარა დარღვეული ქვეყანა. პატრიარქმა ბრძანა, რომ დავით აღმაშენებელი იყო ის პიროვნება, რომელმაც მოიწვია რუის-ურბნისის კრება და მოხდა ერისა და ეკლესიის სულიერი განწმენდა.

პატრიარქმა ისაუბრა წმინდა მეფის სულიერებაზე, წიგნიერებაზე და ბრძანა, რომ მან დააარსა გელათის აკადემია და ყოველი უმაღლესი სასწავლებელი მისი მსგავსი უნდა ყოფილიყო.

უწმინდესმა ასევე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში პირველი უნივერსიტეტი წმინდა დავით მეფის ხსენების დღეს დაარსდა. მან დღევანდელი დღე მიულოცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და იქ მომუშავე ყველა ადამიანს.