loader

გია თორთლაძე საგამოძიებო სამსახურის განცხადებებს ბოდვას უწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია თორთლაძე საგამოძიებო სამსახურის განცხადებებს ბოდვას უწოდებს

"დეოკუპაციის ცენტრის" ხელმძღვანელი გია თორთლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებებს ბოდვას უწოდებს.

როგორც თორთლაძემ "პალიტრა TV"-სთან საუბრისას აღნიშნა, ავტომანქანა მთავრობის განკარგულებით უვადოდ და უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცენტრს ვალი დაედო, მანქანა გაყიდა და ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ბიუჯეტში შეიტანა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია.

ამასთან, თორთლაძე უარყოფს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციას, რომ მან მანქანის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა.

"დეოკუპაციის ცენტრის" ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებს.